13:45 - 29 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-22 11:47:19, 307 ნახვა

ანატოლი გიგაურის და გიორგი ტერიშვილის წერილი ციხიდან - მადლობა, მადლობა და კიდევ მადლობა მზია ამაღლობელს, რეჟიმის ყველა ტყვეს

გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების 67-ე საკნიდან „ტვ პირველის“ რედაქციას, აქციაზე დაკავებულებმა, ანატოლი გიგაურმა და გიორგი ტერიშვილმა წერილი მიწერეს, სადაც პატიმრები მადლობას უხდიან მზია ამაღლობელსა და უკანონოდ დაკავებულებს, ასევე, ევროპული და თავისუფალი მომავლისთვის ბრძოლაში მონაწილე მოქალაქეებს.

„სინდისის პატიმრების მიმართ მიმართვა მიზნად ისახავს იმ მოქალაქეების მხარდაჭერას, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში უმაღლეს ფასს იხდიან. მათ შორის არიან მედროშენები, რომლებიც „ევროპული გზის მცველებად“ იქცნენ და შეუიარაღებელი წინააღმდეგობითა და ბრძოლით ქმნიან საქართველოს უკეთესი მომავლის საფუძველს“, - ნათქვამია წერილში.

ანატოლი გიგაური და გიორგი ტერიშვილი მადლობას უხდიან საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ქვეყნის პროგრესისა და გამთლიანებისთვის ბრძოლას აგრძელებს. მათ განსაკუთრებით აღნიშნეს ახალგაზრდების როლი, რომლებიც ქვეყნის იმიჯს ქმნიან ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე, და სტუდენტების გამბედაობა, რომელიც მათ მიზნების მიღწევისათვის ძალას აძლევს.

„თქვენი იმედი, თქვენი პასუხისმგებლობა და ბრძოლისუნარიანობა მხნეობა გვმატებს. ამგვარი ძალით და რწმენით მტკიცე ნაბიჯებით ვხვდებით ჩვენს თავისუფალ მომავალს“, - წერენ ისინი.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური დააკავეს 2024 წლის 25 ნოემბერს. სამართალდამცავები ამტკიცებენ, რომ გიგაური საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს პატრულ-ინსპექტორს ფიზიკურად დაესხა თავს. მას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება გიორგი ტერიშვილს, ის 2024 წლის 6 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ედავება.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი - კვარაცხელია მესის წინააღმდეგ
კაია კალასი სომხეთის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა
პოლიციამ ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა
გერმანიის საგარეო მინისტრი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ევროპისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი