2025-06-29 12:29:34, 261 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა
![]() შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ერთ-ერთმა პირმა, მიმდინარე წლის 25 ივნიის, ბათუმში, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. რაც შეეხება მეორე, პირს, უწყების ცნობით, ის დანაშაულს შეესწრო, თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. „აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 2004 წელს დაბადებული ა.ა. და 2001 წელს დაბადებული ბ.ი. დააკავეს. ა.ა. - ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უაკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ხოლო ბ.ი. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძებით დადგინდა, რომ ა.ა. - მ, მიმდინარე წლის 25 ივნიის, ბათუმში, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2000 წელს დაბადებული ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო ა.ა. - ს თანმხლები პირი, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ბ.ი., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ბრალდებულების სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე
გიორგი ვაშაძე - წულუკიანს, ისევ დავუბარებივარ ე.წ. კომისიაზე - კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აშშ-მა უნგრეთში პაკშის ატომური ელექტროსადგურის გაფართოების პროექტზე სანქციები მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
![]() დღეიდან სასამართლოში გადაღება აიკრძალა, სიტყვის თავისუფლება შეიზღუდა, მოსამართლეთა ხელფასები კი გაიზარდა
რას ფიქრობენ ცხინვალის რეგიონის სეპარატისტები გახარიას დევნის შესახებ?
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამკრძალავი კონვენციიდან გასვლის ბრძანებას ხელი მოაწერა
![]() რუსეთმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით შეუტია - არიან დაშავებულები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|