22:07 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 02:05:38, 976 ნახვა

პოლიტიკა
ნატალი ლუაზო - საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი ერთადერთია, რომელიც არაფერს აკეთებს, ეს სირცხვილია, ანგარიშია პუტინი - 1, ევროპა - 0

საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი ერთადერთია, რომელიც არაფერს აკეთებს და ეს სირცხვილია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა საფრანგეთიდან, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები მოპარულია, არც ახალი პრეზიდენტი, არც მთავრობა, არც პარლამენტი არ არიან ლეგიტიმური საქართველოში.

„ჯერ კიდევ ველოდები თქვენგან, რომ ამას ცხადად იტყვით მაშინ, როდესაც ჩვენმა პარლამენტმა უკვე გააკეთა ეს, ბატონო ევროკომისარო. ხალხი 55 დღის მანძილზე გამოდის, მათ წინააღმდეგ რეპრესიებია, სასტიკი თავდასხმები, თვითნებური დაკავებები, ძალადობა და საბჭომ ვერ შეძლო სერიოზული სანქციების დაწესება. ინდივიდუალურად, სახელმწიფოებმა მიიღეს ზომები, მაგრამ ჩვენ – არა. და ზომები, რომლებიც მიღებულია, უაზროა. ქართველები, რომლებიც ქუჩებში ევროპული დროშებით გამოხატავენ პროტესტს, ევროპის სჯერათ და ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას. ის, რაც საქართველოში ხდება, სერიოზულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კავკასიისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ჩვენთვის. ანგარიშია პუტინი – 1, ევროპა – 0. თამაში ჯერ არ დასრულებულა, მოდით, ყველაფერი ვქნათ, რომ არ წავაგოთ“, – განაცხადა ნატალი ლუაზომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics