22:07 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-21 15:53:28, 603 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველო უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი როგორც ამერიკის დიდი ხნის პარტნიორი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი,  აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინაუგურაციას დაესწრო. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ამ ღონისძიებაზე საქართველოს, მისი საზოგადოების და მთლიანად მოსახლეობის სახელით ესწრებოდა.

"მოხარული ვარ, რომ შევძელი და დღეს, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას დავესწარი. უფრო სწორად, მე კი არ დავესწარი, არამედ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, საქართველოს, საქართველოს საზოგადოებას და მთლიანად მოსახლეობას წარმოვადგენდი". – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ინაუგურაციის საზეიმო ნაწილი უკვე დასრულდა და მალე საქმიანი შეხვედრები დაიწყება, რომელთა მიზანია საქართველო-ამერიკის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება.

"ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველო უნდა ყოფილოყო წარმოდგენილი როგორც ამერიკის დიდი ხნის პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორი. ოცდაათი წელია, რაც ამერიკა საქართველოს ეხმარება თავის სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩვენ ნამდვილად ორი მეგობარი ვართ. ასეთი გამოხატულება საჭირო იყო, რომ ამ ღონისძიებას მე დავესწარი. პირველი დღეები საზეიმო იყო. გუშინაც საინაუგურაციო ერთ-ერთი მეჯლისი იყო, ხვალიდან უფრო საქმიანი შეხვედრები დაიწყება. ინაუგირაციის შემდეგ ყველას აქვს საშუალება, გამართოს შეხვედრები და მეც ვაპირებ, ჩავატარო შეხვედრები, რომლებიც ჩვენი ურთიერთობების სწორ საფეხურზე დასაყენებლადაა საჭირო – იმ საფეხურზე, რაც საქართველოს და ამერიკას შეეფერება." - დასძინა მან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics