22:07 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-21 12:47:44, 609 ნახვა

პოლიტიკა
დღეს პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე ქალაქში აქცია გაიმართება

53 სინდისის პატიმარი ივანიშვილის ციხეშია. მათი გათავისუფლება პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.- წერია დღეს საპროსტეტო აქციების ორგანიზატორების განცხადებაში

ამიერიდან, ყოველ პარასკევს, მათდამი სოლიდარობის ნიშნად და გათავისუფლების მოთხოვნით მოვაწყობთ მარშებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

პირველი მარში 24 იანვარს, პარასკევს, 19:00 საათზე გაიმართება. მარშზე შევიკრიბებით სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, უბნელები, კოლეგები, თანამოაზრეები და ივანიშვილის და მის ქვეშევრდომებს ხმამაღლა გავაგონებთ ჩვენი წინააღმდეგობის ხმას.

შემოგვიერთდით და შეუერთე შენი ხმა სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას!

შეკრების ლოკაციები:

თბილისი
1. მარჯანიშვილის მოედანი
2. ავლაბრის მოედანი
3. თსუ-ს პირველი კორპუსის ეზო

ბათუმი
შეკრების ადგილი: მემედ აბაშიძის 48 (ბათუმელების ოფისი)

ზუგდიდი
შეკრების ადგილი: სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ

ქუთაისი (ლოკაცია დაზუსტდება) და იმედია სხვა ქალაქებიც დაემატება ”- წერენ ჯგუფ “დაიტოვეში”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics