13:46 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 12:28:00, 396 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი განმარტავს, რატომ არ მონაწილეობს საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმში

ვიცე - პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი განმარტავს, რატომ არ მონაწილეობს საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დავითაშვილმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ საქართველო მიწვეული არ იყო და ამბობს, რომ ფორუმში მონაწილეობა თავად მთავრობის გადაწყვეტილებაა ხოლმე, წელს კი „ეს შეიძლება არ ყოფილიყო პრიორიტეტი“.

„დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სამთავროვო დელეგაციამ მონაწილეობა არ მიიღო, იქიდან გამომდინარე, რომ ეს შეიძლება არ ყოფილიყო პრიორიტეტი. ჩვენ ყოველ ჯერზე, როდესაც ვმონაწილეობდით, ჩვენი გადაწყვეტილება იყო და ვესწრებოდით ფორუმს.

წელს შეიძლება ეს არ ყოფილიყო მაქსიმალურად პროდუქტიული და წელს შეიძლება სხვა პრიორიტეტი გვქონდეს, გამომდინარე არსებული ვითარებიდან.

ინვესტორებთან ვაგრძელებთ დიალოგს, კომუნიკაციას უწყვეტ რეჟიმში. ამის შესახებ მედიაც იქნება ინფორმირებული. გვექნება პოზიციტიური ინფორმაცია საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, ამიტომ ეს პროცესი არ ჩერდება”,- განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველო 2025 წელს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს. რამდენიმე დღის წინ „ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ საქართველო არცერთ ღონისძიებაზე მიწვეული არ არის, თუმცა განაცხადეს ისიც, რომ „მიწვევა რომც მიიღონ, ვერ წავლენ“.

ინფორმაციისთვის, დავოსის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარე წლის 20-24 იანვარს იმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics