07:21 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-14 17:29:23, 422 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ქვეყნის გამარჯვებისთვის იბრძოდა

მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცავდა საქართველოს ღირსებას და  ქვეყნის გამარჯვებისთვის იბრძოდა,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას.

როგორც კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, „როგორც არასდროს, დღეს ქვეყანას სჭირდება სწორედ ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი“. 

„ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ახალი პრეზიდენტის არჩევას. მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცავდა საქართველოს ღირსებას და იბრძოდა ქვეყნის გამარჯვებისთვის. 

როგორც არასდროს, დღეს ჩენს ქვეყანას სჭირდება სწორედ ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი. იმედი მაქვს, ახალი პრეზიდენტი გადადგამს ყველა ნაბიჯს საზოგადოების გაერთიანებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის და საქართველოს გაერთიანებისთვის. 

მინდა, მივულოცო მიხელ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა, ვუსურვო მას წარმატებები  ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ“,- წერს კალაძე.

შეგახსენებთ, დღეს, 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics