07:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-14 13:55:28, 398 ნახვა

პოლიტიკა
სიჭინავა - მოსამართლე ცაცუამ, ექიმი არ ვარო და 8 დღით გაუშვა ადამიანი იზოლატორში, რომელსაც ცემისგან 3 ნეკნი აქვს ჩამტვრეული

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, ექიმი არ ვარო და 8 დღით გაუშვა ადამიანი იზოლატორში, რომელსაც ცემისგან 3 ნეკნი აქვს ჩამტვრეული,- ამის შესახებ „გახარია საქართველოს“ წევრი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე წერს.

სიჭინავას განცხადებით, „ჩამტვრეული ნეკნებით ადამიანს 8 დღეს საკანში, ნარზე წოლაში გაატარებინეს“.

„მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ (ოროსანი იურისპრუდენციაში) ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელის საქმის განხილვისას, როცა ვითხოვდით მისთვის სამედიცინო შემოწმების ჩატარებას, რადგან ძალიან ნაცემი იყო, მე ექიმი არ ვარო და 8 დღით გაუშვა ადამიანი იზოლატორში.

დღეს, იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ჩატარებული სამედიცინო შემოწმებით დადგინდა, რომ ცემისგან 3 ნეკნი აქვს ჩამტვრეული.

ჩამტვრეული ნეკნებით ადამიანს 8 დღე საკანში ნარზე წოლაში გაატარებინეს“,- წერს სიჭინავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics