07:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-14 11:58:42, 378 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტთან ბურთის თამაშზე - საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად მოქალაქეების მიერ რუსთაველის გამზირზე ბურთის თამაშს ეხმაურება.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს.

„საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს, რითაც ფეხბურთელის პრეზიდენტად არჩევას აღნიშნავს“,- წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს, 14 დეკემბერს პარლამენტში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები იმართება. პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილია დასახელებული. ყაველაშვილის კანდიდატურა 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.​ მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.

პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ ბურთები მიიტანეს და თამაში დაიწყეს.

ისინი ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics