07:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-14 11:12:31, 387 ნახვა

პოლიტიკა
სოფო ჯაფარიძე - მიხეილ ყაველაშვილი ქართველი ხალხის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა

მე არაერთხელ ვთქვი და ახლაც მინდა ვთქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილი ქართველი ხალხის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის დაკავებული პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები.

"მე არაერთხელ ვთქვი და ახლაც მინდა ვთქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილი ქართველი ხალხის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა. ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობის ნაცვლად მოიტანა დაპირისპირება, რეპრესიები და მოიტანა ის ყველაფერი, რასაც ბოლო პერიოდში ვუყურებთ. 

ერთადერთი ამ უდიდესი კრიზისიდან გამოსავალი არის უკლებრივ ყველა რეჟიმის პატიმრის გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები, ეს არის ცირკი, რაც ამ შენობაში ხდება, ეს არის დაუშვებელი და ჩვენ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა აღვკვეთოთ",- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 14 დეკემბერს პარლამენტში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები იმართება. პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილია დასახელებული. ყაველაშვილის კანდიდატურა 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.​ მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics