|
2024-12-14 02:09:08, 435 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე- ნუ წვალობთ მეგობრებო, აუცილებლად მოვა ახალი წელი, თბილისი იქნება ულამაზესი და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად
თბილისის მერი კახა კალაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა დედაქალაქში დაგეგმილ ხვალინდელ ღონისძიებას. მისი თქმით, არავის აქვს უფლება ბავშვებს წაართვას ის ბედნიერება, რაც მოაქვს საახალწლოდ მორთულ ქუჩებს, ლამაზ ნაძვის ხეს და ზეიმს. „ხვალ აინთება მთავარი ნაძვის ხე და დაიწყება საზეიმო დღეები დედაქალაქში. ვპირდებით თბილისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებას და დაუვიწყარ წუთებს. არავის აქვს უფლება ბავშვებს წაართვას ის ბედნიერება, რაც მოაქვს საახალწლოდ მორთულ ქუჩებს, ლამაზ ნაძვის ხეს და ზეიმს. რაც შეეხება მცდელობას, ჩაიშალოს დღესასწაული, არ მისცენ პატარებს გართობის შესაძლებლობა, აუკრძალონ მცირე მეწარმეებს თავიანთი პროდუქციის გაყიდვა, მუსიკოსებს კონცერტების გამართვა და საერთოდაც გააუქმონ ახალი წელი, მინდა ვუთხრა მათ - ნუ წვალობთ მეგობრებო, აუცილებლად მოვა ახალი წელი, თბილისი იქნება ულამაზესი და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ნაძვის ხის ანთების ღონისძიებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ ხვალ რუსთაველის გამზირზე იქნება სრულიად უსაფრთხო გარემო და საზეიმო განწყობა. „მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებას უწოდა „რაღაც უაზრო პროვოკაცია” და პირდაპირ დაგვემუქრა, რომ თურმე ამაზე პასუხი უნდა ვაგოთ. რა პროვოკაციაზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, თავად უკეთ იცის, რადგან წარმოუდგენელია ვინმე ჭკუათმყოფელს თავში აზრად მოუვიდეს პროვოკაციის მოწყობა ღონისძიებაზე, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. მინდა, პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო ჩვენს მოსახლეობას, მე ამაზე სხვა დროს არ მისაუბრია; ბოდიში, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით აღმოჩნდა ეს ქალი იქ, სადაც იმყოფება, რომელიც სამწუხაროდ, ემსახურებოდა არა საქართველოს, არამედ უცხო ძალებს. მადლობა ღმერთს, 2025 წლის დადგომას ახალი პრეზიდენტი მოულოცავს საქართველოს მოსახლეობას. რაც შეეხება ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას, ხვალ იქნება სადღესასწაულო განწყობა, იქნება ზეიმი, იქნება სრულიად უსაფრთხო გარემო, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ. სახელმწიფო დღეს არის ძლიერი, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი და ვითარება სრულად კონტროლდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)