22:22 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 16:53:52, 503 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - ჩვენი მოქალაქეების უწყვეტმა, მრავალკვირიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო

არ დარჩა ქართულ საზოგადოებაში არცერთი პროფესიული თუ საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც ღიად არ გამოხატავს პროტესტს,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის "თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ ფიქტიური პრეზიდენტის არჩევა არაფერს ცვლის". 

„ჩვენი მოქალაქეების უწყვეტმა, მრავალკვირიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. 

საერთაშორისო ოფიციალურ დოკუმენტებში მათ მოიხსენიებენ როგორც ივანიშვილის "ქართულ ოცნებას". 

დაიწყო სხვადასხვა ქვეყნების მიერ, მათ შორის აშშ-ის მხრიდან, დემოკრატიის ხელისშემშლელი და ძალადობაში მხილებული მაღალაჩინოსნების დასანქცირება. 

არ დარჩა ქართულ საზოგადოებაში არცერთი პროფესიული თუ საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც ღიად არ გამოხატავს პროტესტს.  

ივანიშვილს ფაქტობრივად შემოეცალა ე.წ. კარის ინტელიგენცია და დარჩა რამდენიმე ათასი დაქირავებული ავაზაკის ამარა. შესაბამისად, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ ფიქტიური პრეზიდენტის არჩევა არაფერს ცვლის. 

პროტესტის შედეგები სახეზეა, ამიტომ, ახლა პროტესტი არა მარტო არ უნდა შეწყდეს ან შერბილდეს, არამედ უნდა გახდეს უფრო პრინციპული იმისათვის, რომ მივაღწიოთ: 

 1. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას 
 2. ახალ არჩევნებს 
 3. ევროპისკენ დაუბრკოლებელ სვლას“,- განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics