10:53 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-12 14:19:52, 364 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი - დღეს საქართველო, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა იყო, ოლიგარქებმა ჩაიგდეს ხელში

დღეს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამერიკის ქმედებები სუსტია - იქ ცოცხალი არაფერია და ცივილიზაცია არ არსებობს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBN News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, „რუსეთმა გაყინული კონფლიქტი გამიზნულად შექმნა, რათა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის ხელი შეეშალა“.

მისივე თქმით, „დღეს საქართველო, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა იყო, ოლიგარქებმა ჩაიგდეს ხელში“.

„ხედავთ, რა ხდება დღეს საქართველოში? რატომ ლაპარაკობენ ადამიანები ამაზე ასე ცოტას? რას აკეთებს ამერიკა საქართველოსთან დაკავშირებით? ეს სუსტი ქმედებებია. საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები. იქ არაფერი ხდება. ეს საქართველოს მკვდარი ნაწილებია. იქ ცივილიზაცია აღარ არის. რუსეთი ამას განზრახ აკეთებს, ცდილობს გაყინოს კონფლიქტი, რათა საქართველო არ გაწევრიანდეს NATO-სა და ევროკავშირში. იგივეს აკეთებენ მოლდოვაში, იგივეს აკეთებენ მსოფლიოს სხვა ნებისმიერ ნაწილში. მათ აქვთ ერთი და იგივე შაბლონი, ერთი და იგივე გეგმა, რომელსაც ყოველ ჯერზე იყენებენ. დღეს საქართველო, ქვეყანა, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა იყო, ოლიგარქებმა ჩაიგდეს ხელში. მთელი ხელისუფლება ეკუთვნის ბიზნესებს, რომლებსაც აქვთ კავშირები მოსკოვთან. საქართველოს მთავრობა თავადვე აცხადებს: "იცით რა, ევროკავშირი და დასავლური მიმართულება, მოდით, გადავდოთ რამდენიმე წლით". ისინი სრულად რუსული მანიპულაციის ქვეშ არიან. ვფიქრობ, რომ ამერიკა და ევროპა საკმარისად ძლიერები არ იყვნენ. მათ რუსეთს არ მიუჩინეს ის ადგილი, სადაც უნდა ყოფილიყო“,- განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics