|
2024-04-25 14:32:10, 318 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს
საქართველო აფხაზეთია და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას. როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, „ზოგიერთი ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან იკვეთება, რომ მათ ვიწრო პოლიტიკური ინტერესი გააჩნიათ". „ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს, მით უმეტეს, იმ ადამიანებს, ვინც ვითომ მეგობრებად მოგვევლინებიან. თავიანთი განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ აქვთ ვიწრო პოლიტიკური ინტერესი. უკვე ავხსენი, თუ რა არის იმ რამდენიმე ევროპარლამენტარის პატარა პოლიტიკური ინტერესი, რომელთა სამარცხვინო განცხადებებს ვისმენთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა. წინა შემთხვევებიც გავიხსენე, თუ რა განცხადებები კეთდებოდა, თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი გავაძლიეროთ. როდესაც საფრანგეთმა უცხოური გავლენების გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტი მიიღო, გვახსოვს, რა დაედო ამ ყველაფერს საფუძვლად - შეემცირებინათ ამერიკული, რუსული, არაბული გავლენები თავიანთ ქვეყანაში. იგივე გვინდა ჩვენც, რომ შევამციროთ უცხოური გავლენები, ზოგიერთი რადიკალი კი გვეუბნება, მოდით, ისევ უცხოელებს ჰკითხეთ, როგორია აღნიშნული კანონიო“, - განაცხადა კახა კალაძემ. კითხვაზე - „ხომ არ არის შეცდომა ყირგიზეთთან ერთად აფხაზეთის ცალკე ქვეყნად ხსენება" - თბილისის მერი პასუხობს, რომ „მომავალში ყველაფერი გაირკვევა". „ვერ გეტყვით, შეიძლება მიზანმიმართული პროვოკაციაც იყოს. შევხედოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ზარქუა ოპოზიციის ელჩებთან შეხვედრაზე - აგენტურა საკუთარ პატრონებთან ახალი რჩევების მისაღებად მიდის
ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო
საია: ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები
ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)