|
2024-04-22 13:43:53, 445 ნახვა
პოლიტიკა
ბოტკოველი - რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე ხელისუფლების მიერ ძალით ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებს ვნახავთ
რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე ჩვენ ისევ ვნახავთ ხელისუფლების მიერ ძალით ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებს,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ შეკრებას. ბოტკოველის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის აბსოოლუტურ უმრავლესობას გათვითცნობიერებული აქვს, რომ "რუსული კანონი ევროკავშირს დაგვაშორებს". "ჩვენ გვინახავს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქციები, სადაც ძირითადად საჯარო მოხელეები ძალით მოჰყავთ და მე დარწმუნებული ვარ, თუ რას ფიქრობს თითოეული საჯარო მოხელე, რა სულისკვეთებით წამოიყვანენ მას აქ და დააყენებ აქციაზე, ჩვენ განცხადებებიც ვნახეთ ბევრი საჯარო მოხელის. მთავარი არის ერთი რამ, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებლების აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, თუ რას ნიშნავს რუსული კანონის მიღება. რუსული კანონის მიღება ნიშნავს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყნის დაშორებას ევროკავშირიდან",- აცხადებს ბოტკოველი. ცნობისთვის, დღეს, 22 აპრილს "ქართულმა ოცნება" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)