|
2024-04-20 14:30:05, 504 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, მას და ასეთ ძალას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა გორში, პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა. ღარიბაშილის თქმით, ის ყოველთვის ღიად ესაუბრებოდა ამ თემაზე უცხოელ პარტნიორებს და ღიად გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას. „მე „ენჯეობის“ დაფინანსების თაობაზე, როცა პრემიერი ვიყავი, ღიად ვესაუბრებოდი ჩვენს პარტნიორებს , ჩვენს მეგობრებს და მე ღიად გამოვხატავდი უკმაყოფილებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მას არაერთხელ უთქვამს მათთვის, რომ მათი სახელმწიფო ორგანიზაციები და ფონდები "ამ რადიკარული დღის წესრიგის მქონე არასამთავრობოებს" აფინანსებენ. „ჩვენთვის არის და იყო მიუღებელი, როცა ეს ფული მიემართებოდა დესტრუქციული, ანარქისტული, ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის, როცა ეს ფული მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიის გავრცელებისთვის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)