|
2024-04-19 17:23:22, 559 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - არც ერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ხაბეიშვილს ბრძოლაში წაჰყვება
არც ერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ლევან ხაბეიშვილს წაჰყვება იმ ბრძოლაში, რასაც პოლიტიკური ბრძოლა ჰქვია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გამოსვლას მოუსმინეს. ვოლსკის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს "უნდათ, რომ ახალგაზრდების ზურგზე შემომჯდარი შემოვიდნენ სახელისუფლო სისტემაში". "შეიძლება არის პოლიციის მხრიდან რაღაც გადაცდომები, რომელსაც სამინისტრო გააანალიზებს, მაგრამ დამოკიდებულება ადამიანებს შორის არ იცვლება. მეორე წუთში ის პოლიციელი, რომელიც იქ იმყოფება, სიცოცხლეს დათმობს ნებისმიერი ახალგაზრდისათვის. ეს არ არის ლიტონი სიტყვა. ის პოლიციელებიც ჩვენი შვილები არიან და როცა საჭირო იქნება, ჩვენი სიცოცხლის დასაცავად დადგებიან... რა შედეგს ვხედავთ? სიყალბეს, პირფერობას, ვითომ პროდასავლურობას და უნდათ, რომ ახალგაზრდების ზურგზე შემომჯდარი შემოვიდნენ სახელისუფლო სისტემაში. არც ერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ლევან ხაბეიშვილს წაჰყვება იმ ბრძოლაში, რასაც პოლიტიკური ბრძოლა ჰქვია",- თქვა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)