|
2024-04-19 16:35:43, 471 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვი - საქართველოში დემონსტრაციები მიდის და სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს - კანონი ურბილესია
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთსა და პოლონეთში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. როგორც ლავროვმა აღნიშნა, კანონპროექტის წინააღმდეგ "დემონსტრაციები მიდის და სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს". "საქართველოში ახლა დემონსტრაციები მიდის და იქ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ურბილესია. აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაში გათვალისწინებულია ჯარიმები, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ შენ მიიღე ფული, ამის შესახებ არაფერს ამბობ და რაღაცა ცუდს აკეთებ. საქართველოში კი უბრალოდ დაფინანსების 20%-ზე მეტს თუ უცხოეთიდან იღებს ორგანიზაცია, ამის შესახებ დეკლარაცია უნდა შეავსოს", - განაცხადა ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)