20:37 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-16 11:27:45, 576 ნახვა

პოლიტიკა
მილერი - ეს კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს

ამერიკის შეერთებული შტატების პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა 15 აპრილს  გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანონპროექტი ზიანს აყენებს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მათ საქმიანობას, ისე დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს.

მილერის თქმით, კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ ეს კანონპროექტი ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის და საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდებაზე. მაგრამ იმის გამო, რომ ეს ჯერ კიდევ კანონპროექტად რჩება, ვაპირებ, რომ დღეს ეს საკითხი აქ დავტოვო და არ ვისაუბრო რამე შედეგზე, რაც მის კანონად გადაქცევას მოჰყვება", - აღნიშნა პრესსპიკერმა.

მეთიუ მილერმა ბრიფინგზე მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზეც ისაუბრა.

„სამი სანქცია ამოქმედდა იმ მანკიერი ფიგურების ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად, რომლებმაც ისარგებლეს დაუსჯელობით და იმუშავეს საიმისოდ, რომ ძირი გამოეთხარათ კანონის უზენაესობისთვის და საქართველოს საზოგადოების ნდობისთვის მათი სასამართლო სისტემის მიმართ. საქართველოს მთავრობას, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუწოდებთ, იმგვარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ხელს შეუწყობს კორუმპირებული ფიგურების ანგარიშვალდებულების საკითხს“, - განაცხადა მილერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, 3 თვით ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება
კალაძე: „რეპორტიორები საზღვრებს გარეთ“ იმ ოლიგარქიული, არაფორმალური ძალების ინსტრუმენტია, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს
ბრიუსელში, ევროკომისია წარადგენს ,2026 წლის გაფართოების პაკეტს- პაკეტი მოიცავს გაფართოების შესახებ კომუნიკაციასა და ანგარიშებს
კახა კალაძე - რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics