15:19 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 15:44:05, 383 ნახვა

პოლიტიკა
შოლცი - კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების კანონს - იმედი გვაქვს, რომ მას საქართველო არ მიიღებს

ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი, ე.წ. კანონს აგენტების შესახებ - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც შოლცმა აღნიშნა, გერმანია იმედოვნებდა, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეჩერების შემდეგ, დღის წესრიგში აღარ დადგებოდა.

"ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი, ე.წ. კანონს აგენტების შესახებ. მას შემდეგ, რაც ეს კანონპროექტი შეჩერდა, დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ დადგებოდა კიდევ ერთხელ დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ, ჩვენ საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოაგოდების მიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“,- განაცხადა შოლცმა, როგორც ამას მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვას - "რატომ არიან შეშფოთებულები ევროპელი პარტნიორები, თუკი იგივე, ან მსგავსი ფორმის რეგულაციები მოქმედებს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში?" - გერმანიის კანცლერმა ასე უპასუხა:

"ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა".

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიას გუშინ, 11 აპრილს ესტუმრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics