15:19 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 14:28:10, 363 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი გრიგორიადისზე - „ძვირფასო“ ხელისუფლება და ივანიშვილო - ლაზარე 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე!

"ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ლაზარეს 9-წლიანი განაჩენი ნიშნავს, რომ "ივანიშვილი მზად არის, დააპატიმროს ყველა, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა".

"შიშის დათესვა, ხელების გადაგრეხა და ღია ბრძოლა ახალგაზრდებთან - ეს არის ივანიშვილის ღია განაცხადი და შესაბამისად, ლაზარეს 9-წლიანი განაჩენი ნიშნავს, რომ ის მზად არის, დააპატიმროს ყველა, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა. 

"ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა (მაქსიმუმ) დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით. ვის მოუგია ქართველი ხალხის დაშინებით? აბუჩად აგდებით?მოტყუებით? ვერ იხსენებთ?! ჰოდა, მოემზადეთ, უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს",- წერს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, დღეს, 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტლებით, მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics