15:18 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 14:01:12, 388 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - დოიაშვილი ბედნიერია იმით, რაც თქვა? - დარწმუნებული ვარ, ამას წინ უდიდესი ბულინგი უძღოდა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელოვანების გარკვეული ნაწილი, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, „რადიკალების მიერ ბულინგს განიცდის".

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, „აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თავიანთ პოზიციას ვერანაირი არგუმენტით ვერ ამყარებენ".

„თქვენ არ იცით, როგორი ბულინგი მიმდინარეობს ამ ადამიანების. როგორ ფიქრობთ, დოიაშვილი ბედნიერია იმით, რაც თქვა? დარწმუნებული ვარ, ამას წინ უძღოდა უდიდესი ბულინგი. რადიკალებმა ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოიტანეს ერთი არგუმენტიც, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი რუსული. მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხვდება, რასთან გვაქვს საქმე, რა ზეწოლაა, რა შემოტევებია“,- განაცხადა კალაძემ. 

თბილისის მერის თქმით, „რადიკალები ვერ მიუთითებენ ხელისუფლებას, როდის რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ".

„ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ინტერესებს. არავის მიეცემა იმის უფლება, რომ მითითებები მოგვცენ, თუ რა გადაწყვეტილები უნდა მივიღოთ. არ მოგწონთ ეს კანონი? მოდით ხელისუფლებაში. დღეს ხართ უმცირესობაში და ასე იქნება დიდი ხანი, რადგან არ მოქმედებთ საქართველოს ინტერესებით. საზოგადოება თუ გაანალიზებს იმ ქმედებებს,  განცხადებებს მეორე ფრონტთან, სანქციებთან დაკავშირებით, ეს რომ ასე მომხდარიყო, ერთი ტყვიაც რომ გავარდნილიყო ქვეყანაში, სად ვიქნებოდით დღეს? შეიძლება სახელმწიფოებრიობა დაგვეკარგა. სწორედ ამის სურვილი ჰქონდათ რადიკალებს, რისი შესაძლებლობაც არ მივეცით, შედეგად მივიღეთ უამრავი შეურაცხყოფა ჩვენი და ჩვენი ოჯახების მისამართით, მაგრამ უპირველეს ყოვლის ადგილზე დგას სამშობლო და ქართველი ხალხი“,- აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics