09:08 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-05 16:50:30, 805 ნახვა

პოლიტიკა
იოჰანესონი - მითხრეს, რომ ჩემი სახელი ქართულად ითარგმნებოდა, როგორც გუდუნა ივანიშვილი - მოხარული ვიქნები, ასე ვიყო საქართველოში ცნობილი

მახსოვს, როდესაც პირველად შევხვდი ჩემს ქართველ მეგობრებს, მათ მითხრეს, რომ ჩემი სახელი გუდნი იოჰანესონი ქართულად ითარგმნებოდა, როგორც გუდუნა ივანიშვილი - მოხარული ვიქნები, რომ ამ სახელით ვიყო საქართველოში ცნობილი,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ისლანდიის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც იოჰანესონმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, ყურადღება მწვანე ენერგიასა და ტურიზმის საკითხზე გამახვილდა.

"რაც შეეხება საქართველოში ვიზიტს, ჩვენი ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გავამახვილეთ მწვანე ენერგიაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით შეგვიძლია, ჩვენი ურთიერთობა უფრო გავაღრმაოთ. ამის მაგალითი გვაქვს ახალქალაქში, სადაც ისლანდიური კომპანია მონაწილეობს ჩამოყალიბებაში და ამ მიმართულებით დამატებით თანამშრომლობას მივესალმებით. 

როდესაც ბაქოსა და ისლანდიას შორის პარტნიორობა ყალიბდებოდა, სხვადასხვა მწვანე საკითხებთან დაკავშირებით, თანამშრომლობა შევინარჩუნეთ. შესაბამისად, საქართველოს და რეიკიავიკს რაც აერთიანებს, არის თბილი აბანოები. როგორც ვიცით, თბილი აბანოები არის თბილისშიც და რეიკიავიკშიც. ამ მიმართულებით ჩვენ გვჯერა, რომ ისლანდიას აქვს, რაღაც რაც შეუძლია შესთავაზოს საქართველოს და ამ მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობის ახალი ხიდები ვეძებოთ საქართველოში...

აგრეთვე, შეიძლება ტურიზმიც წახალისდეს. რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან საინტერესო ადგილზე მდებარეობს, სადაც შევხვდებით როგორც საზღვაო სანაპიროებს, ასევე მთებს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩემი ვიზიტის შემდეგ ისლანდიელების ინტერესი უფრო გაიზრდება საქართველოს მიმართ...

ახლა მსურს, დავუბრუნდე ჩემს პირად ინტერესებს - მე მახსოვს, როდესაც პირველად შევხვდი ქართველ მეგობრებს, მათ მითხრეს, რომ ჩემი სახელი - გუდნი იოჰანესონი ქართულ ენაზე თარგმნილი იქნებოდა, როგორც გუდუნა ივანიშვილი. მე მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო საქართველოში ცნობილი მომავალი დღეების განმავლობაში",- განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველოს დღეს, 5 მარტს ეწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics