10:45 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-05 14:19:14, 525 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე - რა კომბინაციაც არ უნდა შემოგვთავაზონ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე დარესტაილინგებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი წარმატების შანსი არ აქვს

რა ფორმაც არ უნდა მიიღონ, რა კომბინაციაც არ უნდა შემოგვთავაზონ 26 ოქტომბრის არჩევნებზე დარწმუნებული ვარ, რომ დარესტაილინგებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი წარმატების შანსი არ აქვს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ჩაკვეტაძის თქმით, „ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს იმას, რომ ეს ადამიანები [ნაციონალური მოძრაობა] ხელისუფლებაში მოაბრუნოს“.

მისივე განცხადებით, საზოგადოება კარგად აფასებს ვინ ცდილობს ქვეყნის წარსულში დაბრუნებას და რომელ პოლიტიკურ ძალას სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება.

„სამწუხაროა, რომ ოპოზიცია მთელს თავის საარჩევნო კამპანიას სიძულვილის კამპანიაზე აწყობს, მუქარებსაც კი არ ერიდება და შემდეგ 9 ნაბიჯის შესრულებაზე და დეპოლარიზაციაზე გვესაუბრება, რაც წარმოუდგენელია ამ ადამიანების მხრიდან რომ მოვისმინოთ. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ვინ ცდილობს ქვეყნის წარსულში დაბრუნებას და რომელ პოლიტიკურ ძალას სურს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. როგორც თვითონ იტყოდნენ, 235 დღის შემდეგ ჩვენ ისევ თბილისში ვიქნებით და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ, მშვიდობიან განვითარებას“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ყიფიანი, ერევნის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics