09:09 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-05 12:56:46, 804 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ივანიშვილის პოზიციას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ჩვენთვის, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვას, ჰქონდა თუ არა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაცია ჯანდაცვის მინისტრის პოსტთან დაკავშირებით, კობახიძემ ასე უპასუხა:

"რა რეჟიმში წარიმართება პარტიული და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ჩვენი საქმე. როდესაც მიიღება ასეთი პრინციპული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები გუნდის ყველა ლიდერთან.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, ჩვენთვის ამას აქვს, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა არა მარტო იმის გამო, რომ ის არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ჩვენი პარტიის ლიდერი, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რომ მას აქვს განსაკუთრებული დამსახურება გუნდის წინაშე და განსაკუთრებული უნარი, რომ სწორი რჩევა მისცეს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
1988 წლიდან პირველად დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ ტეხასში გაიმარჯვა
დემოკრატებმა კანზასის შტატის სენატის არჩევნებში პირველად 94 წლის შემდეგ გაიმარჯვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics