10:44 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-05 12:43:07, 692 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გვარამიასა და მელიას პოლიტიკური მომავალი იქნება ისეთი, როგორიც იყო მათი პოლიტიკური წარსული - ბნელი და მძიმე

ნიკა გვარამიასა და ნიკას მელიას პოლიტიკური მომავალი იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც იყო მათი პოლიტიკური წარსული, ანუ ბნელი და მძიმე,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "საქართველოში რეკეტი და სიბნელე ვერ დაბრუნდება".

"ასეთი იყო გვარამიას, მელიას, ხაზარაძის პოლიტიკური წარსული. თქვენ გახსოვთ, რას აკეთებდნენ ეს ადამიანები 2012 წლამდე. მაგალითად, მელიაზე მახსენდება მის მიერ "ქართუ ბანკის“ გაკოტრება. ეს არის კრიმინალი, რომელიც მან ჩაიდინა 2012 წლამდე. გვარამიაზე მახსენდება "იმედში“ შევარდნა, ამის "გაპრავება", მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ადამიანების უფლებების ხელყოფა, ადეიშვილის მოადგილეობა. ეს არის ის სიბნელე, რომელსაც ვერ დავაბრუნებთ და პირველ რიგში, ქართული საზოგადოება არ დააბრუნებს. ხაზარაძეზე მახსენდება ბიზნესის რეკეტში მონაწილეობა, "ელიტ ელექტრონიკსის“ საქმე, მაგნატის საქმე და ასე შემდეგ. ეს რეკეტი და სიბნელე საქართველოში არ დაბრუნდება, ხალხი არ დააბრუნებს.

ხაზრაძე იყო ბიზნესმენი და იძლეოდა დაპირებას, რომ შემოიყვანდა ინვესტორებს საქართველოში, თუმცა ესეც ვერ მოახერხა. მას ანაკლია ბარდებოდა როგორც ბიზნესმენს. ის იყო კერძო ბიზნესმენი, მას ჩაბარდა ეს პროექტი, თუმცა ვერცერთი ინვესტორი ვერ დააინტერესა ანაკლიის პროექტით. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, ვერც ერთი ინვესტორი ვერ შემოიყვანა. გვარამია, მელია, ხაზარაძე, ეს ხომ ერთი ჯგუფია. ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა“. როგორი ბნელი წარსულიც ჰქონდათ ამ ადამიანებს, ასეთი ბნელი იქნება მათი მომავალიც",- თქვა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics