13:44 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-17 17:48:17, 859 ნახვა

პოლიტიკა
გივი მიქანაძე მამუკა ხაზარაძეზე - ბავშვმაც კი იცის, რას ნიშნავს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება

ხაზარძემ რამდენიმე დღის განმავლობაში თავისი აბსურდული განცხადებებიდან რამდენჯერმე უკან დაიხია. პირველი გახსოვთ, 1000 ლარიან პენსიას ჰპირდებოდა და ოპოზიციურმა სპექტრმაც კი მიუთითა, რომ ეს იყო სრული აბსურდი და ტყუილის ტირაჟირება. ახლა, როდესაც მან განაცხადა, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები უნდა გაწყდეს და ეკონომიკური სანქციები დაუწესდეს, ცდილობს თავი დაიძვრინოს ამ სიტუაციიდან, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, "ხაზარაძე, როგორც არ უნდა ეცადოს განცხადებების გადაკეთებას, თავს ვერ დაიძვრენს, კიდევ ერთხელ ჩანს მისი პოპულიზმი და საზოგადოების მოტყუების მცდელობა".

„ხაზარაძემ რამდენიმე დღის განმავლობაში თავისი აბსურდული განცხადებებიდან რამდენჯერმე უკან დაიხია. პირველი გახსოვთ, 1000 ლარიან პენსიას ჰპირდებოდა და ოპოზიციურმა სპექტრმაც კი მიუთითა, რომ ეს იყო სრული აბსურდი და ტყუილის ტირაჟირება. ახლა, როდესაც მან განაცხადა, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები უნდა გაწყდეს და ეკონომიკური სანქციები დაუწესდეს, ცდილობს თავი დაიძვრინოს ამ სიტუაციიდან. პატარა ბავშვმაც კი იცის ძალიან კარგად, რას ნიშნავს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება. ძალიან კარგად იცის ყველამ, მათ შორის ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთთან ამ სანქციებს ამ ხნის განმავლობაში გამომდინარე იქიდან, რომ ეს პირველ რიგში ჩვენს მეწარმეებს დაარტყამს და მეორე, რაც მთავარია, ეს არის პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლა რუსეთთან და იმ მშვიდობიანი პოლიტიკის რისკის ქვეშ დაყენება, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერით ამ წლების განმავლობაში ახორციელებს. ამიტომ, ხაზარაძე ვერ დაიძვრენს თავს ამ განცხადებებისგან, როგორც არ უნდა ეცადოს მათ გადაკეთებას. კიდევ ერთხელ ჩანს მისი პოპულიზმი და მცდელობები, მოატყუოს საზოგადოება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სანჩესი- ამერიკულმა საზოგადოებამ ხმა მისცა იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ გაღარიბებას იწვევს, სიძულვილის წინააღმდეგ, სექსიზმის წინააღმდეგ
სააკაშვილი - ჩვენ მივაღწევთ ნამდვილ არჩევნებს, დავამტკიცებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მილიარდერს
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
აშშ-ს შესაძლოა წარმომადგენელთა პალატის პირველი შავკანიანი სპიკერი ჰყავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics