13:42 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-17 16:02:09, 728 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - თუკი რუსეთს სანქციებს დავუწესებთ, ეს იმთავითვე ნიშნავს ყოველგვარი ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას და კონფრონტაციულ რეჟიმში შესვლას

ხაზარაძე საკუთარი ტყუილების ლაბირინთში არის გახლართული და ახლა უნიჭოდ ცდილობს, რომ ამ ლაბირინთიდან გამოძვრეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა საპენსიო ზრდასთან და რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, რუსეთისთვის სანქციების დაწესება ყოველგვარი ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას და კონფრონტაციულ რეჟიმში შესვლას გამოიწვევს.

„რა თქმა უნდა საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ თუკი რუსეთს სანქციებს დავუწესებთ ეს იმთავითვე ავტომატურად ნიშნავს ყოველგვარი ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას და კიდევ უფრო მეტი, ეს არის კონფრონტაციულ რეჟიმში შესვლა. როდესაც ჩვენს ქვეყანას ოკუპირებული ტერიტორიები აქვს, ამ რეჟიმში რუსეთთან დამატებითი კონფრონტაცია რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, ხაზარაძე და მისი ტყუილები საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი და ის ვერანაირად თავს ვერ აარიდებს მისივე ნათქვამ ამ ტყუილებს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სანჩესი- ამერიკულმა საზოგადოებამ ხმა მისცა იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ გაღარიბებას იწვევს, სიძულვილის წინააღმდეგ, სექსიზმის წინააღმდეგ
სააკაშვილი - ჩვენ მივაღწევთ ნამდვილ არჩევნებს, დავამტკიცებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მილიარდერს
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
აშშ-ს შესაძლოა წარმომადგენელთა პალატის პირველი შავკანიანი სპიკერი ჰყავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics