|
2024-02-16 11:45:27, 726 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომლებიც გადაეცემა ზურაბიშვილს - ეს არის სააკაშვილის თავისუფლებისთვის ძალიან დიდი ნაბიჯი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. როგორც ჯაფარიძე ამბობს, შეგროვებული ხელმოწერები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გადაეცემა. "სულ მალე, ქვეყნის უახლეს ისტორიაში დადგება უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როცა ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი სინათლესა და სიბნელეს შორის. მაშინ, როცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები დიდი ყურადღებით აკვირდებიან ქართულ პოლიტიკას; მაშინ, როცა ქართველ ხალხთან ერთად, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერი მოუწოდებს ხელისუფლებას, დასრულდეს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრობა - ვფიქრობ, რომ დროა, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება - გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრობიდან მიხელ სააკაშვილი. როდესაც მან ყველაზე კარგად იცის, თუ ვის ემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა - მხოლოდ მტრის ინტერესებს და ეს არის ერის ღირსების შელახვა. დღეიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილის ასობით ათასი მხარდამჭერი ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. მივმართავ ქართველ ხალხს, ყველანი ჩავერთოთ, რადგანაც დღეს თითოეული ჩვენგანი ქმნის შესაძლებლობას, გადაიდგას რეალური ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. პირველ მარტს, დღის სამ საათზე, ჩვენ ერთად უნდა გადავცეთ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეგროვებული ხელმოწერები. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის! ენმ-ის რაიონული ორგანიზაციები აქტიურად იქნებიან ჩართულები და დაგეხმარებიან კოორდინაციაში",- თქვა ჯაფარიძემ.
გერმანიამ დემოკრატებს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
სანჩესი- ამერიკულმა საზოგადოებამ ხმა მისცა იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ გაღარიბებას იწვევს, სიძულვილის წინააღმდეგ, სექსიზმის წინააღმდეგ
სააკაშვილი - ჩვენ მივაღწევთ ნამდვილ არჩევნებს, დავამტკიცებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მილიარდერს
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)