14:30 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 15:32:32, 725 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - მთავრობის პასუხისმგებლობა, ჩართოს მესამე სექტორი პროცესში - ეს მე-9 პირობაა და ის უნდა შესრულდეს

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო პროცესში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის საკვანძო მნიშვნელობის. ამიტომაა, რომ მე-9 პირობა სწორედ ამაზე საუბრობს, რომ ყველა პირობა მიეცეს სამოქალაქო სახოგადოებას, პროცესში მონაწილეობა მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი "ბედნიერია, რომ საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს".

"სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო პროცესში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის საკვანძო მნიშვნელობის. ამიტომაა, რომ მე-9 პირობა სწორედ ამაზე საუბრობს, რომ ყველა პირობა მიეცეს სამოქალაქო სახოგადოებას, პროცესში მონაწილეობა მიიღოს. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და არსებობს ძალიან მრავალფეროვანი სამოქალაქო ორგანიზაციები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეს ორგანიზაციები მაქსიმალურად ჩაერთონ საკანომდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, რომ მოძებნოს სხვადასხვა გზა, რომ ისინი ჩართოს პროცესში.

გასულ წელს პოზიტიური პროცესი დაიწყო დისკუსიების სახით მთავრობასა და მესამე სექტორს შორის. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზევის გამო, სამუშაო პლატფორმები ზოგიერთმა დიდმა ორგანიზაციამ დატოვა და ახლა ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, რომ მოძებნოს მათთან თანამშრომლობის გზა. ეს მეცხრე პირობაა და ის უნდა შესრულდეს", - განაცხადა ჰერჩნსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიამ დემოკრატებს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
სანჩესი- ამერიკულმა საზოგადოებამ ხმა მისცა იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ გაღარიბებას იწვევს, სიძულვილის წინააღმდეგ, სექსიზმის წინააღმდეგ
სააკაშვილი - ჩვენ მივაღწევთ ნამდვილ არჩევნებს, დავამტკიცებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მილიარდერს
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics