|
2024-02-15 12:33:56, 708 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ხაზარაძეზე - ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენია, რომელიც კომკავშირლობით მილიონერი გახდა
ეს არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირლობით მილიონერი გახდა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ლელოს" ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხაზარაძეს "მუქარის კამპანია აქვს დაწყებული პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ". "მამუკა ხაზარაძის პიროვნების საკითხი გასაგებია. ეს არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირლობით მილიონერი გახდა. ჩვენ ვსაუბრობთ 2-პროცენტიან პარტიაზე, არ დაგვავიწყდეს. ერთადერთი, რასაც "ლელომ“ მიაღწია, 2020 წელს აიღო 3 პროცენტი, 2021 წელს აიღო 2 პროცენტი, ეს არის მათი მიღწევა რომ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩეველი. ასე რომ, 2-პროცენტიანი პარტია რომ ზოგადად საუბრობს ხელისუფლებაში მოსვლაზე, ეს უკვე თავად კომედიაა. მამუკა ხაზარაძეს წამოწყებული აქვს მუქარის კამპანია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ყოველკვირეული „პოსტებით" რომ გამოირჩევა ბატონი ხაზარაძე, სულ ახლახან იყო ერთ-ერთი ბანერი, ვიზუალურადაც კი მუქარის შემცველი არის, როდესაც ბანერზე პირდაპირ იკვეთება მუქარა",- ამბობს პაპუაშვილი.
გურჯაანში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - ოჯახის სამი წევრი კი დაშავდა
გახარია კობახიძის ევროპაში ვიზიტზე - სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა
მიჩიგანის შტატში სენატორის ადგილი მუსლიმმა დემოკრატმა აბდულ ელ-საიდმა მოიპოვა
გერმანიამ დემოკრატებს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)