|
2024-02-15 09:09:37, 596 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - „ლელოს“ არაზუსტი სამიზნე ჰყავს შერჩეული - ივანიშვილი ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის სტაბილურობის ფაქტორია
მგონია, რომ [„ლელოს"] ძალიან არაზუსტი სამიზნე ჰყავს შერჩეული. ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის, არამედ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, მათ შორის, ოპოზიციური ამომრჩევლისთვის, არის სტაბილურობის ფაქტორი. ეს არის ობიექტური რეალობა,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, „ლელო" მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს „ვერაფერს დააკლებს". „ადამიანს იმდენი აქვს ნაღვაწი საკუთარი სამშობლოს, სახელმწიფოს სასარგებლოდ და მეორე მხრივ, ისეთ დროს და ისეთ ვითარებაში აქვს გამოჩენილი სიმტკიცე, რომელმაც გაიტანა ის, რომ ჩვენი სახელმწიფო დღეს მშვიდობიანი თანმიმდევრული განვითარების შესაძლებლობას ფლობს, რომ საზოგადოებაში ეს ნამდვილად განაპირობებს სიმშვიდეს. როდესაც შენ უპირისპირდები და სამიზნედ ხდი ასეთ ადამიანს და პოლიტიკური ძალის შემქმნელს, რომელმაც შექმნა „ქართული ოცნება“ და დღეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ეს მათ მხოლოდ ვნებს. ამით ისინი ბიძინა ივანიშვილს ვერაფერს დააკლებენ. კიდევ უფრო სააშკარაოზე გამოაქვთ საკუთარი სახე, რომელიც რაც არ უნდა შენიღბული იყოს, რაც არ უნდა დასავლური ჩანდეს, თუნდაც თავისი ატრიბუტიკით, საქართველოს ირგვლივ ამერიკული მანქანების ტურებით, რომელიც ასევე ფიასკოთი სრულდება, მიუხედავად ამისა კარგად ჩანს, რომ აქ არაფერ ევროპულობაზე საუბარი არ არის. აქ არსად არის საუბარი კანონის უზენაესობაზე, ადამიანების და ჩვენი საზოგადოების ღირსების პატივისცემაზე“,- განაცხადა ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)