22:57 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-14 18:49:57, 860 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მოვითხოვთ, სპეციალისტებთან ერთად მოხდეს სტიქიის ზონების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების გასაჯაროება

საგანგაშო მდგომარეობაა ხულოში, შუახევში, ქედაში, სადაც ახლაც მძვინვარებს ფაქტობრივად სტიქია. მოვითხოვთ, სპეციალისტებთან ერთად მოხდეს კონკრეტული სტიქიის ზონების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების გასაჯაროება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, აღნიშნულის პარალელურად ადამიანები უნდა იყვნენ უსაფრთხო ადგილას გადაყვანილები და დახმარებით უზრუნველყოფილები.

„კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო სტიქიით დაღუპულთა ოჯახებს და მინდა კონკრეტული ინფორმაცია ვამცნო, მათ შორის ხელისუფლებას. მაღალმთიან აჭარაში საგანგებო მდგომარეობაა ფაქტობრივად, უმძიმესი მდგომარეობაა ხულოში, შუახევში, ქედაში, იქ, სადაც ახლაც მძვინვარებს ფაქტობრივად სტიქია. ასობით ჩვენი თანამოქალაქე ელოდება ხელისუფლების მხრიდან მზრუნველობას, დახმარებას და მათთვის უსაფრთხო ადგილის შეთავაზებას. ახლა, როცა ბრიფინგს ვმართავთ, ამ წუთასაც რამდენიმე ასეული ოჯახი ცხოვრობს ისეთ სახიფათო ადგილას სტიქიის ზონაში, სადაც მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის არის სახიფათო, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და ამ ადამიანებს გაუწოდოს დახმარების ხელი.

ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში- სპეციალისტებთან ერთად მოხდეს კონკრეტული სტიქიის ზონების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების გასაჯაროება, ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, ადამიანები უნდა იყვნენ უსაფრთხო ადგილას გადაყვანილები და უზრუნველყოფილები დახმარებით, არა ისე, როგორც ხელისუფლება აკეთებს ხოლმე მინიმალურს, არამედ ღირსეულად, რომ ამ ადამიანებმა გააგრძელონ ცხოვრება ღირსეულ პირობებში და ჩვენის მხრივ, ცხადია ჩვენი აჭარის ორგანიზაცია, აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩვენი წარმომადგენლობა, ადგილობრივ თვითმმართველობებში ეს იქნება შუახევი, ხულო თუ ქედა, ცხადია მზად ვართ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გამო მათთან ერთად ვიმუშაოთ, მათ დავეხმაროთ ამ პრობლემების მოგვარებაში და თუ ჩვენი მხრიდან რაიმე მხარდაჭერა დაჭირდება, მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics