|
2024-02-08 12:55:14, 722 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 2030 წლისთვის, კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო EU-ში გაწევრიანებისთვის ყველაზე უკეთ იქნება მომზადებული
აქტიურად გაგრძელდება როგორც ასოცირების დღის წესრიგი, ისე ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა. კობახიძის თქმით, 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მომზადებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის როგორც დემოკრატიული და ინსტიტუციური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. "ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაცია, რაც 2017 წელს ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა. კანდიდატის სტატუსის მიღება იყო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აქტიურად გაგრძელდება როგორც ასოცირების დღის წესრიგი, ისე ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მომზადებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის როგორც დემოკრატიული და ინსტიტუციური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. "ღირსებით ევროპისკენ" - ეს არის ჩვენი სულისკვეთება", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)