|
2024-02-08 12:28:33, 749 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ივანიშვილმა 2012 წელს ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი დაასრულა
2012 წელს სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი სისტემური დანაშაული, ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა. კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. "2012 წელს სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი სისტემური დანაშაული, ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ქართული საზოგადოება მანამდე ქართული კულტურისა და სულიერების ასაღორძინებლად, ჩვენი ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად განხორციელებული უპრეცედენტო ქველმოქმედებით იცნობდა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგია ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია; ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა დააყენა სწორ რელსებზე, რის შედეგადაც, 2012 წლის შემდეგ, ამ პერიოდში გამოვლილი ორი გლობალური რეგიონული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა 27 მლრდ ლარიდან 80 მლრდ ლარამდე გაიზარდა",- თქვა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)