|
2024-02-08 12:13:37, 739 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი კობახიძეზე - ივანიშვილს მობეზრდა ერთი სათამაშო, გაფუჭებული მოისროლა და მეორეს დაარქვა ამ ქვეყნის პრემიერი
ბიძინა ივანიშვილს მობეზრდა ერთი სათამაშო, გაფუჭებული მოისროლა და მეორე სათამაშოს დაარქვა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ოღონდ პრემიერი დაარქვა იმ კაცს, რომელმაც დაპატიჟა გავრილოვი, არაერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი და კაცი, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ აგრესიით გამოირჩევა, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუატმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე, ირაკლი კობახიძეზე საუბრისას განაცხადა. სამადაშვილის თქმით, საქართველოს აღნიშნულ პოსტზე "მორიგი არაფრისმაქნისი და არანაირი ძალაუფლების მფლობელი ადამიანი ჰყავს". "ბიძინა ივანიშვილს მობეზრდა ერთი სათამაშო, გაფუჭებული მოისროლა და მეორე სათამაშოს დაარქვა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ოღონდ დაარქვა პრემიერი იმ კაცს, რომელმაც გავრილოვი დაპატიჟა, არაერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი, რომ თითქოს ვიღაც მეორე ფრონტის გახსნას გვთხოვდა იმისთვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი და კაცი, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ აგრესიით გამოირჩევა. მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია, საქართველოს ჰყავს მორიგი არაფრისმაქნისი და არანაირი ძალაუფლების მფლობელი ადამიანი, რომელსაც ჰქვია პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ხელში რჩება", - განაცხადა სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)