|
2024-02-07 11:07:49, 717 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს თანადგომას უცხადებს. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო. ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. იმედია, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც ჩვენი მაშველები ცდილობენ, სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს", - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქზე". შეგახსენებთ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან უსაფრთხოდ ერთი პირის გამოყვანა შეძლეს. სტიქიის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, ხოლო ძებნა-შველის ღონისძიება კიდევ 5 დაკარგულის მიმართ მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)