03:26 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 23:30:34, 564 ნახვა

პოლიტიკა
ლაშა ხუციშვილი - ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ „ლელოს" ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი

მგონი ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ „ლელოს" ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ვერც ბიუჯეტი და ვერც ეკონომიკა გაორმაგდება.

„ფინანსთა მინისტრობა არ სჭირდება იმის შეფასებას, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ვერც ბიუჯეტს და ვერც ეკონომიკას გააორმაგებ. მგონი, მათ შორის ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ აღნიშნული ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი. შესაბამისად, ის რომ 9%-იანი  ზრდით, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში თუ არ გულისხმობენ იმას, რომ ამავე დროს ინფლაცია 4 წლის განმავლობაში მუდმივად იქნება ორნიშნა მაჩვენებელი, სხვა შემთხვევაში, ვერც ბიუჯეტი და ვერც ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში ბუნებრივია ვერ გაორმაგდება, შესაბამისად, აქ ზედმეტია შეფასების გაკეთება", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics