22:48 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 16:00:38, 734 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე - ყველა პლატფორმაში, რაც ევროპულ დღის წესრიგს უკავშირდება, მონაწილეობას მივიღებთ

ყველა რეალურ პლატფორმაში, რაც უკავშირდება ევროპულ დღის წესრიგს, მივიღებთ მონაწილეობას, - ასე ეხმაურება "ლელოს" დეპუატი სალომე სამადაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.

სამადაშვილის თქმით, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი უნდა აღსრულდეს და საქართველო ევროპის ნაწილი უნდა გახდეს.

"ყველა რეალურ პლატფორმაში, რაც უკავშირდება ევროპულ დღის წესრიგს, მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი უნდა აღსრულდეს, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპის ნაწილი, ამიტომ ამ თვალსაზრისით, ცხადია, პრეზიდენტს თუ ექნება ინიციატივები, ჩვენ ამაშიც მონაწილეობას მივიღებთ", - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შესთავაზა, შეიქმნას მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics