|
2024-02-06 15:26:48, 752 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი ზურაბიშვილზე - ეს იყო ძალიან შინაარსიანი და უკიდურესად პროევროპული გამოსვლა
ეს იყო ძალიან შინაარსიანი და უკიდურესად პროევროპული გამოსვლა, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში. ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიმართ კრიტიკული იყო. "ეს იყო ძალიან შინაარსიანი და უკიდურესად პროევროპული გამოსვლა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე იყო კრიტიკული მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიმართ. მან ასევე გამოთქვა კონკრეტული მოსაზრებები ქვეყნის წინსვლისა და არჩევნების შესახებ. ზოგადად, მისი გამოსვლა მომეწონა, რადგან ოპტიმისტური იყო და ეს ოპტიმიზმი აუცილებლად გაგვყვება მომდევნო თვეებში", - განაცხადა ჰერჩინსკიმ. შეგახსენებთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით დღეს, 6 თებერვალს წარსდგა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)