03:25 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 13:54:29, 597 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ენმ-ს და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში - მიდის პატარა თამაშები

"ნაცმოძრაობას" და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში, აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა. მიდის პატარა თამაშები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, "მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში, ამის ყველანაირი რესურსი არსებობს".

"ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში, აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა. მიდის პატარა თამაშები. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა, რადიკალურმა ოპოზიციამ რაც შეიძლება ნაკლები მანდატი მიიღოს შემდეგ პარლამენტში.

ჩვენი სურვილია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბოლო კვლევების მიხედვით, ჩვენი რეიტინგი 60%-თან ახლოს არის, შესაბამისად, ამის  ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს, შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები იმისთვის, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, დავაზუსტებ, საკონსტიტუციო უმრავლესობაში ვგულისხმობ 113  და არა 100 მანდატს“,- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics