04:52 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-03 16:32:24, 930 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია ფაქტობრივად უუნაროა და ეს გამოწვეულია მათივე აბსოლუტურად არაადეკვატური პოლიტიკით

"ქართულ ოცნებას" აქვს კონკრეტული შედეგები დადებული, რომელიც გამოიხატება ბევრი მიმართულებით: ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, სოციალური პროგრამების ზრდა, ხელფასების და პენსიების მუდმივი ყოველწლიური ინდექსაცია და ზრდა, დიდი საერთაშორისო პროექტების განხორციელების რეალური პერსპექტივები და რა თქმა უნდა იგივე დემოკრატიის კუთხით, რომ ქვეყანაში თავისუფლება არის. ეს არის ის რეალური მოცემულობები რომელიც არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, “ოპოზიცია  ფაქტობრივად უუნაროა და ეს უუნარობა გამოწვეულია მათივე აბსოლუტურად არაადეკვატური პოლიტიკით, რომელიც მათ მთელი ამ წლების განმავლობაში თვითონვე დაჟინებით ატარეს”.

„იგივე ის რომ, ყველაფერს აკეთებდნენ რომ ევროკავშირის გზაზე შეფერხებები გვქონოდა და ჩვენ ამ გზაზე გამარჯვებას მივაღწიეთ. ასე რომ ეს არის ის რეალური საქმეები რომელიც დღეს საზოგადოების წინაშე არის წარმოდგენილი. უნდა საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი და უკეთესი? რა თქმა უნდა უნდა ისევე როგორც მეც მინდა და თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ ამის მიღწევას შემდგომი გამარჯვება და შემდგომი მუშაობა ჭირდება და ეს რა თქმა უნდა იზომება კიდევაც იმ სოციოლოგიური კვლევებით რომელსაც, ყველა პარტია თავისთვის, თავისი პოლიტიკის დაგეგმვისთვის ახორციელებს. ამიტომ ეს რეალური საქმეები გაიზომება და იზომება კიდევაც და ეს იძლევა იმის საფუძველს რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდეს”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics