|
2024-02-03 16:04:05, 1142 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ISFED-ს და IDFI-ს განცხადებაზე - არ ვარ დარწმუნებული, მათ აქვთ სურვილი, საქართველო ევროკავშირის წევრობის ახალ გზაზე გადავიდეს
სამწუხაროდ ეს ორი ორგანიზაცია, რომელიც თავისივე სურვილით გამოეთიშა და თავისივე რეპუტაციული დაზიანებების გამო მოწყდა ყველანაირ ნორმალურ პლატფორმას, ახლა აცხადებს სურვილს და კითხვას სვამს, არ არის დარწმუნებული, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა 9 რეკომენდაციის შესრულება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა, რითაც გამოეხმაურა ISFED-ის და IDFI-ის განცხადებას, რომ მათ სურთ 9 პუნქტის შესრულებაში მონაწილეობის მიღება, მაშინ როდესაც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე უარი თქვეს. მისივე თქმით, 9 რეკომენდაციაზე და გადასადგმელ ნაბიჯზე მათი მონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ხელისშემშლელად იყოს განხილული. „მე პირიქით შევუტრიალებდი ISFED-ს და IDFI-ს ამ კითხვას - მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ აქვთ სურვილი, რომ საქართველომ ეს 9 რეკომენდაცია შეასრულოს ან ზოგადად საქართველო ევროკავშირის წევრობის ახალ გზაზე გადავიდეს. ამ ყველაფერს ადასტურებს წინა პერიოდიც - მათი ვითომ ცრუ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, ვითომ უნდოდათ, რეკომენდაციები შესრულებულიყო, სინამდვილეში კი არაარგუმენტირებულად აქვეყნებდნენ ანგარიშებს და ცრუ დასმენებს ახდენდნენ, რათა ხელი შეეშალათ ამ პროცესისთვის, რომელიც წარმატებით დავასრულეთ მათი ჩართულობის გარეშეც. ამიტომ, გარწმუნებთ, ამ 9 რეკომენდაციაზე და გადასადგმელ ნაბიჯზე მათი მონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ხელისშემშლელად იყოს განხილული, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე. ამიტომ, კონსტრუქციული ძალების და ნებისმიერი დაინტერესებული მხარის ჩართულობით მოვახდენთ ამ რეკომენდაციების შესრულებას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)