|
2024-02-02 14:42:56, 770 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე გიგაურზე - საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, როდესაც ასეთი ადამიანებისგან ვისმენთ შეფასებებს, რომლებიც ემსახურებიან ვითომ ტრასფარენტულობას და საკუთარ გვერდზე ადამიანებს ბლოკავენ
ეს არის ნამდვილი ტრასფარენტულობის გიგაურისეული ხედვის ილუსტრაცია, რაც მან გააკეთა. სოციალური სივრციდან მოსპო ადამიანი იმიტომ, რომ მას ჰქონდა კრიტიკული მოსაზრება და შეხედულება,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორთან, ეკა გიგაურთან დაკავშირებით განაცხადა. „აფერუმ, მის ხედვას ტრასფარენტულობასთან დაკავშირებით. მგონი, ყველასთვის ნათელია, რომ უბრალოდ მავნებლობასაც კი, შეიძლება ვეღარ ჰქონდეს გასაქანი, როდესაც რეალურად არსებობს სრულიად განსხვავებული მოდელი. ამიტომ, საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, როდესაც ასეთი ადამიანებისგან ვისმენთ გარკვეულ შეფასებებს, შეხედულებებს, მოსაზრებებს, რომლებიც ემსახურებიან ვითომ ტრასფარენტულობას და საკუთარ გვერდზე ბლოკავენ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული, კორექტული განსხვავებული შეხედულება",- ამბობს სარჯველაძე. „ქართული ოცნების" ინფორმაციით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა სოციალურ ქსელში დაბლოკა „ქართული ოცნების" დეპუტატი, უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე, რომელმაც გიგაური „კორუფციის აღქმის ინდექსით მანიპულირებაში ამხილა".
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)