|
2024-02-02 13:00:42, 705 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი - ახლა სალომე ზურაბიშვილის ბოლო ბანაობაა პარლამენტში
ახლა სალომე ზურაბიშვილის ბოლო ბანაობაა საქართველოს პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფოზე, ქართულ კონსტიტუციასა და საზოგადოებაზე "ბოიკოტი გამოაცხადა და თამაშგარე აღმოჩნდა". "ზურაბიშვილმა ჯერ თვითონ გამოაცხადა ბოიკოტი საქართველოს სახელმწიფოზე, ქართულ კონსტიტუციაზე და საქართველოს საზოგადოებაზე და თამაშგარე აღმოჩნდა. ახლა გასაგებია, ფორმალური მხარეა, მისი ბოლო ბანაობაა საქართველოს პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით. ახლა მე დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ რამე საინტერესოს იტყვის. მოჰყვება ზღაპრებს და დააბრალებს ყველაფერს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას. შესრულდება ფორმალური მხარე, რომ მოვა პრეზიდენტი და იტყვის თავის სიტყვას”, - განაცხადა მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარსდგება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)