06:04 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-01 17:42:19, 739 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ივანიშვილი და მისი გუნდი რეალობას მოწყვეტილია - ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ

ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ბიძინა  ივანიშვილი და მისი გუნდი "საერთოდ მოწყვეტილია რეალობას, რის გამოც ქართველებს აღარ აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობა, რომ საკუთარ ქვეყანაში იცხოვრონ".

"ჩვენი ხალხის მორიგი დაცინვა - ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას.

მთავარი არის ის, რომ ქართველებს აღარ აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობა იცხოვრონ საკუთარ ქვეყანაში.

მრავალი წელია უკვე, ადამიანების ცხოვრება არ უმჯობესდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის ქონება გაორმაგდა. მოსამართლეები, პროკურორები, პარლამენტარები, მინისტრები ივანიშვილისგან ყოველთვიურად კონვერტებით იღებენ "ხელფასს" და ამიტომ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. ნეპოტიზმმა და კორუფციამ წალეკა ქვეყანა.

ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ.

ამისთვის ვარ მე აქ, ამისთვის ვთქვი უარი პრივილეგიებზე და კომფორტზე, ჩავიგდე სიცოცხლე საფრთხეში და ძალ-ღონეს არ დავიშურებ ქართველი ხალხის გადარჩენისთვის.

რაც შეეხება ოლიგარქის ახალ კამპანიას:

  1. არცერთი დაპირება აღარ მუშაობს, ყველა "გატრუხდა";
  2. "აბა, "ნაცები" გინდათ?" აღარ მუშაობს. ხალხმა თანდათან დააფასა ბევრი სიკეთე, რაც ჩვენ მოვუტანეთ და "ნაცების" შიშზე ძლიერი იმ რეალობის შიშია, რომელიც შექმნეს;
  3. "ომი გინდათ?" აგრეთვე აღარ მუშაობს. ევროპამაც და უკრაინამაც მტკიცე პოზიცია აჩვენეს, რომ მათ უნდათ მშვიდობიანი საქართველო;
  4. კორუფციასთან ბრძოლის “რაინდის” როლი - თავისიანებიც რომ დაიჭიროს, უკან უბრუნდება. ყველამ იცის, რომ თვითონ შექმნა ეგ კორუფცია, მაგასაც აღარავინ ჭამს;

ოლიგარქის ყველა იარაღი ახლა მისკენ არის მიმართული. შეუსრულებელი დაპირებები, ტყუილები, უსამართლობა, ქურდობა და კორუფცია, რუსეთი - ყველა მახვილი, რომელიც აიღო, დღეს მასვე ურტყამს. 

ბრძოლა ადვილი არ იქნება, მაგრამ უნდა განვეწყოთ მხოლოდ გამარჯვებისთვის. მალე ამ ბრძოლაში ჩემს ადგილსაც საბოლოოდ გამოვკვეთ", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics