06:03 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-01 16:06:19, 598 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - გვქონდა პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული პრივილეგია, თავგასულობაც კი იყო ქვეყნის პირველი პირობა და დღეს ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა

ამ ქვეყანაში გვქონდა პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული პრივილეგია, კომფორტი, თავგასულობაც კი იყო ქვეყნის პირველი პირობა, ეს 2012 წლამდე ხდებოდა. დღეს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი პასუხისმგებლობა და მარტივი არ არის ზიდო უმაღლესი თანამდებობის შესაბამისი ტვირთი,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მარტივი არ არის ამ პასუხისმგებლობის აღება, მათ შორის, დაუმსახურებელი ბევრი ტალახის სროლა მოდის ასეთი თანამდებობის პირების მიმართ, თითოეული ჩვენგანის მიმართ, ეს არ არის მარტივი. ვფიქრობ, რომ როდესაც სამი წლის განმავლობაში ქვეყანა შენი პრემიერ-მინისტრობის დროს ახდენს უდიდეს წარმატებებს და ამ პასუხისმგებლობას ასე წარმატებულად უძღვები, შემდეგ კითხვა, რომ აი, ამ კომფორტიდან რატომ გამოვიდა - არარელევანტურია, აბსოლუტურად არ არის სწორი. ამას ახლავს პასუხისმგებლობა, რაღაცების გაძლება გვიწევს, განსაკუთრებით, როდესაც ქვეყნის პირველ პირზეა საუბარი",- განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics