06:02 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-01 15:39:51, 574 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე კობახიძეზე - უდიდესი როლი აქვს პარტიის აღმშენებლობაში - დარწმუნებული ვარ, როგორც პრემიერი წარმატებული იქნება

​ირაკლი კობახიძეს უდიდესი როლი აქვს პარტიის აღმშენებლობაში, დარწმუნებული ვარ, როგორც პრემიერ-მინისტრი, წარმატებული იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მშვიდობის შენარჩუნება ერთიანი ძალებით უნდა შეძლონ.

„ირაკლი კობახიძე წარდგენილია მთავრობის მეთაურად პრემიერ-მინისტრის რანგში. მინდა, თავის გუნდთან ერთად, წარმატებები ვუსურვო. მნიშვნელოვანი წელი გველოდება. ის სირთულეები რაც იყო, არსად წასულა. ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მშვიდობის შენარჩუნება. ირაკლის უდიდესი როლი აქვს პარტიის აღმშენებლობასა და სტრუქტურულ გაძლიერებაში. დარწმუნებული ვარ, როგორც პრემიერ-მინისტრი, წარმატებული იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს.

„პარტიას უკვე დაწყებული აქვს მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის. უამრავი არჩევნები მაქვს ჩატარებული ამ გუნდთან ერთად, ასეთი მხარდაჭერა, როგორიც დღეს აქვს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს. ეს მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება“, რომელსაც მართლა შეუძლია, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. პარტია ყოველმხრივ გამართულია, სტრუქტურები ძალიან ძლიერი აქვს“, - დასძინა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics