|
2024-01-31 18:18:14, 700 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - „ნაცებისთვის“ სასიკეთო არ არის, ღარიბაშვილი რომ პარტიის თავმჯდომარე ხდება, არც ის, რომ კობახიძე ქვეყნის პრემიერი იქნება
კოლექტიური „ნაცებისთვის“ სასიკეთო არ არის, ღარიბაშვილი რომ პარტიის თავმჯდომარე ხდება, არც ის, რომ კობახიძე იქნება ქვეყნის პრემიერი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. „იმას, რას ამბობენ ოპონენტები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. გულწრფელად ვიტყვი – მათთვის სასიკეთო არაფერი. მათთვის სასიკეთო არაფერია თუნდაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით. ასევე კოლექტიური „ნაცებისთვის“ არანაირად სასიკეთო არ არის, ირაკლი ღარიბაშვილი რომ პარტიის თავმჯდომარე ხდება, არც ის, რომ ირაკლი კობახიძე იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, 29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2013 წელს დაიკავა და პოსტს 2015 წლის დეკემბრის ბოლომდე იკავებდა. მეორედ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვალს გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)