|
2024-01-31 12:58:35, 765 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი პრეზიდენტზე - მოველი, დაადასტუროს, რომ კონსტიტუცია დაარღვია და დადოს პირობა, რომ აღარ დაარღვევს
პარლამენტის რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის [პრეზიდენტის] მიმართვა, შესაბამისად 6-ში იქნება ეს მიმართვა. რა თქმა უნდა, ამ დროს მთავრობა ჯერ ვერ იქნება დამტკიცებული, შესაბამისად იმ პროცედურით იქნება, როგორც სხვა დროს არის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "სინამდვილეში პრეზიდენტს პარლამენტისთვის სათქმელი არაფერი აქვს". "პრობლემა იმაში ხომ არ არის, სცენა როგორი იქნება და როგორ წარიმართება ეს პროცესი, პრობლემაა, რომ სინამდვილეში სალომე ზურაბიშვილს სათქმელი არაფერი აქვს საქართველოს პარლამენტისთვის. მან დაარღვია კონსტიტუცია, ეს დადგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე, როგორც ჩანს, ის უარს ამბობს. ერთადერთი, რასაც დიდი ხანია მისგან მოველი არის ის, რომ დაადასტუროს, მან დაარღვია კონსტიტუცია და დადოს პირობა, აღარ დაარღვევს კონსტიტუციას",- თქვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)